ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთში ხილ-ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანაზე ახალი წესები ამოქმედდა

დოკუმენტის არქონის შემთხვევაში საქონელს ან უკან დააბრუნებენ, ან ადგილზე გაანადგურებენ ტვირთის მფლობელის ხარჯით.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსეთში დღეიდან ახალი წესები ამოქმედდა სახელმწიფო საზღვარზე ხილ-ბოსტნეულისა და ყვავილების ბარგით გადატანის შესახებ, იუწყება გაზეთი Российская газета.

კარასინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

ახალი წესების თანახმად, რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას — ქვეყანაში შესვლისა თუ იქიდან გასვლის დროს, დაშვებულია ბარგით არაუმეტეს 5 კგ ხილის ან ბოსტნეულის და ყვავილების სამი თაიგულის შეტანა ან გატანა.

უფრო დიდი პარტიების შემთხვევაში საზღვარზე აუცილებელი ხდება ფიტოსანიტარული სერტიფიკატის წარდგენა. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში საქონელს ან უკან დააბრუნებენ, ან ადგილზე გაანადგურებენ ტვირთის მფლობელის ხარჯით.

ახალი წესები ვრცელდება ისეთ ხილზე, როგორებიცაა: გარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავი , ციტრუსები, ასევე ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუავა, მანგო, მანგუსტინი და სხვ.

შეზღუდვები ეხება ისეთ ბოსტნეულს, როგორებიცაა: პარკოსნები, პომიდორი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, სტაფილო, თალგამი, კიტრი, ბოლოკი და ა.შ.

ახალი წესების თანახმად, გაკონტროლდება როგორც საზღვაო ხომალდებისა და თვითმფრინავების, ისე მატარებლების მგზავრებისა და ასევე ეკიპაჟების წევრების ბარგიც.