რუსთავი–თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა: რომელ მიმართულებებს შეეხება ახალი ტარიფი

სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ძველი ფასი 1 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა, ხოლო დღეიდან ახალი ტარიფი 1 ლარი და 80 თეთრი იქნება.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსთავი–თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

გაძვირდება თუ არა თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა

რუსთავი–თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა აქამდე 1 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ახალი ტარიფის ამოქმედების შემდეგ კი ზოგიერთი მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი 1 ლარი და 80 თეთრი გახდა.

ახალი ტარიფი დღეიდან მეტროს სადგურების „დიდუბის“, „რკინიგზის სადგურის“, „ვარკეთილისა“ და ასევე სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას ამოქმედდა.

ძველი ტარიფი დარჩა რუსთავიდან მოსკოვის გამზირის, „ისთ ფოინთის", ლილოს დასახლების, გლდანისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.