ჩხუბი მანქანის სახურავზე – „ფორსაჟი 9“-ის გადასაღები მოედნიდან პაპარაცული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფილმ „ფორსაჟი 9“-ის გადასაღები მოედნიდან კადრები ვრცელდება.
Sputnik

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეიდან, 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებების გამო პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.​