ყვითელი ამბები

დემნა გვასალიას დათუნია ტედის ჩუსტები 1000 დოლარამდე ღირს - ფოტოები

დემნა გვასალიამ მოდის კრიტიკოსები კიდევ ერთხელ გააოცა
Sputnik

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდი Vetements-ი დათუნია ტედის ჩუსტებს £680 ფუნტად ($826.27 აშშ დოლარი) ყიდის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro წერს.

პროდუქტი Net-a-Porter-ის ვებგვერდზე იყიდება. ჩუსტების აღწერაში წერია, რომ Vetements-ის ახალ მოდელს Hug Me Bear ( „ჩამეხუტე დათუნია“) ჰქვია.

VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მისი ძმა გურამ გვასალიაა. დემნა გვასალია ასევე ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.