ავტოსაგზაო შემთხვევა ბარათაშვილის ხიდთან: დაღუპულია ორი ადამიანი

მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა და მტკვარში გადავარდა.
Sputnik

 

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ტრაგედია სენაკი-თბილისის ავტომაგისტრალზე: ორი ადამიანი ავტომობილში დაიწვა

შემთხვევა ბარათაშვილის ხიდთან დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა და მტკვარში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის დარღვევის ან ექსპლუატაციის დარღვევის გამო.