ყვითელი ამბები

დღეს პიერ რიშარის დაბადების დღეა - რით მოხიბლა საქართველომ მსახიობი

საქართველოში პიერ რიშარი ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ გადაიღეს. ფილმი პარიზელი შეფმზარეულის თავგადასავალზე გვიამბობს
Sputnik

ფრანგი კინომსახიობი, რომელიც აღიარებულია როგორც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ნიჭიერი კომიკოსი 1934 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ვალანსიენში საფეიქრო ქსოვილების მწარმოებლის ოჯახშიდაიბადა. ის მოღვაწეობს აგრეთვე როგორც რეჟისორი და იშვიათად როგორც მომღერალი.

მსახიობი არისტოკრატების შთამომავლის, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ — ბაბუამისის ოჯახში აღიზარდა. მოზარდ ასაკში რიშარი ქალაქ პარიზს გაემგზავრა, სადაც სწავლა დრამატულ კურსებზე დაიწყო. რიშარის ამ გადაწყვეტილებას ბაბუამისი უარყოფითად შეხვდა და სწორედ ეს მიზეზი გახდა რიშარის მიერ ურთიერთობის გაწყვეტა საკუთარ ოჯახთან.

ჩააბარა შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე, ხოლო შემდეგ სტაჟირებას გადიოდა ჟან ვილართან. თეატრში მაინცდამაინც წარმატებას ვერ მაიღწია. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა. 1967 წელს შედგა რიშარის ერთ-ერთი პირველი კინოდებიუტი ივ რობერის ფილმში „ბედნიერი ალექსანდრე“. შემდეგ წლებში მონაწილეობა მიიღო არაერთ ცნობილ ფილმში. 1976 წელს მთავარი როლი შეასრულა ფრანგულ კომედიური ჟანრის ფილმში „სათამაშო“; აღსანიშნავია აგრეთვე შესრულებული კინოროლები ფილმებში: „უიღბლოები“, „მარცხნივ ლიფტისგან“, „კაქტუსი“ და სხვა. 1997 წელს ქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, ხოლო 2000 წელს „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“, სადაც ორივე ფილმში როლი წილად ხვდა რიშარსაც.

საქართველოში პიერ რიშარი ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ გადაიღეს. ფილმი პარიზელი შეფმზარეულის თავგადასავალზე გვიამბობს, რომელიც განგების ნებით თბილისში აღმოჩნდა ბოლშევიკური რევოლუციის დროს. თბილისმა პიერ რიშარი მოხიბლა. გადაღებები 1990-იანი წლების შუა პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც ქალაქში არ იყო წყალი, ელექტ-რობა, გაზი, მაგრამ ყველა სახლი, ქუჩა, ადამიანი სიყვარულის შუქით იყო განათებული, გულწრფელი, გულითადი სიკეთის სითბოთი იყო გამსჭვალული. ასეთი დარჩა თბილისი გამოჩენილი ფრანგის ხსოვნაში — მომღერალი, მოცეკვავე, მომღიმარი.

ფილმის პრემიერის შემდეგ პიერ რიშარმა საფრანგეთის ტელევიზიით ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „მე საქართველოში გავიგე, როგორ უნდა იცხოვრო და დატკბე სიცოცხლით. ყველაფერი მახსოვს: როგორ ვმღეროდით, ვსვამდით, ვქეიფობდით! არასოდეს მქონია ისეთი ბედნიერი და ლამაზი დაბადების დღე, როგორიც იქ გადავიხადეთ. ღმერთო ჩემო, იმასაც კი ვერ ვხვდები, როდისღა ვმუშაობდით?!“

დიდი ადამიანები საქართველოში: პიერ რიშარი

„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტმა“ მის შემქმნელ კოლექტივს წარმატება მოუტანა, იგი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, ხოლო პიერ რიშარმა თავის ცხოვრებაში პირველად მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იგი ამასთან დაკავშირებით ხუმრობდა: „კინოში უკ-ვე 40 წელია მიღებენ, ნუთუ საჭირო იყო ქართველ რეჟისორთან მემუშავა, რომ, ბოლოსდაბოლოს, დავეფასებინე?!“

როდესაც პიერ რიშარს სამშობლოში გამგზავრების წინ ჰკითხეს, თუ რა დაამახსოვრდა საქართველოში ყველაზე მეტად, მან ქართული სუფრის კულტურა დაასახელა. 10 წლის შემდეგ პიერ რიშარს საფრანგეთში ქართული ბოჰემიდან ვიღაც ესტუმრა: „ჩვენ ვსვამდით მის საკუთარ ღვინოს, მეტად სახალისო სანახავი იყო, თუ როგორ წარმოთქვამდა იგი ფრანგულ ენაზე ტრადიციულ ქართულ სადღეგრძელოებს და იგონებდა საქართველოს, რომელმაც მას თამადობის ხელოვნება ასწავლა“.