დედოფლისწყაროში 62 წლის მამაკაცს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი ავტომობილის ქვეშ იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევას 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილის ჩავარდნის შედეგად 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი სატვირთო ავტომობილის ქვეშ იმყოფებოდა და მის შეკეთებას ცდილობდა, როდესაც ავტომობილი დაგორდა და მამაკაცს გადაუარა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.