საქართველოში „ევროვიზია 2020"-ისთვის შესარჩევი ტურები იწყება

მალე კასტინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2020"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევას იწყებს - იგი მეგაპოპულარული მუსიკალური პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გახდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავა.

ამსტერდამი უარს ამბობს „ევროვიზია 2020-ის“ ჩატარებაზე

„ევროვიზია 2020" ნიდერლანდების სამეფოში 2020 წლის 5-11 მაისის პერიოდში ჩატარდება. კონკურსის გამართვაზე უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

„საქართველოს ვარსკვლავი" ცნობილი ბრიტანული მუსიკალური კონკურს Pop Idol-ის ანალოგია. გასულ წლის სეზონში პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც „ევროვიზია 2019"-ზე საქართველო წარადგინა.

ოთო ნემსაძე: აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი ევროვიზიისთვის

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგი თბილისში 16, 17, 23 და 24 აგვისტოს ჩატარდება. კანდიდატების ფინალური შერჩევა პირველი არხის შენობაში (კოსტავას ქუჩა, 69) 30-31 აგვისტოს გაიმართება.

პროექტის პრე-კასტინგები უკვე ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში. სექტემბერში შოუს პროდიუსერები კონკურსანტების შერჩევას საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეუდგებიან.

„საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული ნათია თოდუა, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ხმისჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

პროექტის მეორე სეზონი პირველ არხზე ოქტომბერში დაიწყება.