არაინფორმირებული ხართ თუ დეზინფორმირებული?

რა სჯობს - იყო არაინფორმირებული თუ დეზინფორმირებული, და რა შემთხვევაშია გარანტირებული წარმატება...
Sputnik

დღეს „აზრების ფოიერვერკი" ამერიკელ მწერალს, სატირიკოსსა და იუმორისტს მარკ ტვენს (Mark Twain) მასპინძლობს.

მარკ ტვენის ნამდვილი სახელი და გვარია სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (Samuel Langhorne Clemens, 1835-1910).

არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი

მარკ ტვენი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.

მარკ ტვენს ძალიან აინტერესებდა მეცნიერება, პოლიტიკური შეხედულებებით ეწინააღმდეგებოდა ომს. კრიტიკულად იყო განწყობილი რელიგიის მიმართ.

მარკ ტვენის პოპულარული ნაწარმოებებია: „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „უფლისწული და მათხოვარი“, „იანკი მეფე ართურის ეზოში“, „ოქროს ასაკი“, „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“ და სხვა.