მომღერალისა და ტელეწამყვანის ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განხილვის თემაა. ტაბლოიდებს არასდროს რჩებათ უყურადღებოდ მისი არცერთი მეგობარი მამაკაცი, თუ აქტიური თაყვანისმცემელი, შესაბამისად, მის სოციალურ ქსელსაც აქტიური მიმდევრები ჰყავს.
რამდენიმე დღის წინ ნინის ახალმა აქტიურობამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჭორაობის ახალი საბაბი მისცა. ნინი ჯერ აეროპორტში დაფიქსირდა მეგობარ მამაკაცთან ერთად, ახლა კი პერიოდულად აქვეყნებდა მასთან ერთად „სთორებს“ საფრანგეთიდან.
ნინის პარტნიორი კი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია სახელით - რამზესი. პროფესიით ვეტერინარი მდიდრული იახტების ბიზნესშია და ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, ნინი ბადურაშვილის კლასელი იყო და ბავშვობაში დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა.
„მთელი ბავშვობა მიყვარდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა“, - ამბობდა გიორგი ჩიკვაიძე. რა მიზნით იმყოფებოდა წყვილი ერთად დასასვენებლად უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დროს შესანიშნავად ატარებდნენ.
სოციალური გვერდების მომხმარებლებს რა თქმა უნდა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. უმრავლესობა გიორგის არჩევანს უქებს და ურჩევს, ნინი არ დაკარგოს.
„ეს გოგო მუდამ მოღუშული რატომ არის, ბიჭი ხელის გულზე ატარებს, რავიცი უფრო რომ იმხიარულოს“, „ნინი ხელიდან არ გაუშვა. ულამაზესია მართლა და კარგად აღზრდილი გოგო, მითუმეტეს ბავშვობაში შენი ინტერვიუდან გავიგე, რომ გიყვარდა. ხოდა მიდი ბოლომდე. ლამაზი წყვილი ხართ ბედნიერები იყავით. ორივე იმსახურებთ ამას“, - უწერენ გიორგის ფოტოს კომენტარებში.
მომღერალ და ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილის პირად ცხოვრებას მაშინაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან განქორწინების შემდეგ უფრო მეტად დაიწყეს პირადის „ქექვა“.