165 კილო უკანონოდ მოპოვებული თევზი: გარემოს დაცვის სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს

ბრაკონიერობის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი, იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთში ბრაკონიერებმა გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი დაჭრეს

გამოვლენილი ფაქტების 93 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულს მიეკუთვნება.

უწყების ცნობით, ბრაკონიერობის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში - 18, კახეთის რეგიონში 14, სამეგრელო ზემო სვანეთში - 12, შიდა ქართლში 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 ფაქტი, ხოლო შავ ზღვაზე სულ 4 ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა 165კგ-ს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებით თევზჭერა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.

სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა კი დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.