ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

ალბათ ბევრი არ გსმენიათ „უკულელეს“ შესახებ. უკულელე მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელსაც მდიდარი ისტორია და ტრადიცია აქვს. ის პირველად ჰავაიში 1800-იან წლებში გამოჩნდა და მასზე, როგორც ტრადიციულ, ასევე პოპ-მუსიკასაც ასრულებენ.
Sputnik

თბილისში უკულელეს ახალგაზრდა იურისტი სეით ივანიშვილი ამზადებს. ძნელია გულგრილი დაგტოვოთ მის მიერ შექმნილმა ინსტრუმენტმა, რომელიც განსაკუთრებული ჟღერადობით და დიზაინით გამოირჩევა.

- პროფესიით იურისტი გახლავართ, საჯარო სამსახურში თითქმის ოთხ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გადავწყვიტე რადიკალურად შემეცვალა საკუთარი ცხოვრება და მეკეთებინა ის, რაც მომანიჭებდა სიამოვნებას, ამიტომაც უკვე ერთი წელია პროფესიაზე უარი ვთქვი და ახალი ცხოვრება დავიწყე.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- თქვენი ახლი ცხოვრება უკულელეს უკავშირდება. რა არის „ჩემი უკულელე“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- „ჩემი უკულელე" ფრაზაა, რომელიც ჩემმა პირველმა მომხმარებელმა წარმოთქვა, როცა თავისი უკულელე პირველად ნახა და ჩაიხუტა.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- მისი დამზადება როდის და როგორ ისწავლეთ?

- უკულელეების გაკეთება შარშან, სრულიად დამოუკიდებლად ვისწავლე. პირადი ექსპერიმენტებით, ინტერნეტ რესურსებით გავერკვიე ყველა დეტალში. დროთა განმავლობაში ვხვეწდი ნამუშევრებს და ასე მოვედი დღემდე.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- რამდენად საინტერესო და რთულია უკულელეს გაკეთება?

- უკულელეს დასამზადებლად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. პირველ რიგში ხდება  ხის დამუშავება,  შემდეგ შეღებვა, სასურველი ნახატის დატანა, გალაქვა და ბოლოს ვაწყობ.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- ნახატს საკუთარი გემოვნებით არჩევთ თუ დამკვეთი ირჩევს, როგორ უნდა იყოს ინსტრუმენტი გაფორმებული?

- მომხმარებელი ძირითადად ჩვენს მიერ შერჩეულ დიზაინებს იყენებს, რადგან საგულდაგულოდ ვარჩევთ. ამასთან მოსწონთ კიდეც ჩვენი შერჩეული დიზაინი.

-  უკულელეს დაკვრა უფრო გსიამოვნებთ თუ მისი დამზადება?

- ორივე იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და ისეთი ხიბლი აქვს, რომ შეუძლებელია  ერთმანეთს შეადარო. ორივე პროცესიდან სრულიად განსხვავებულ სიამოვნებას იღებ.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- სად იყიდება თქვენი ნამუშევრები და რა შეფასებებს გაძლევენ ხოლმე მომხმარებლები?

- ჩვენი ნამუშევრების შეკვეთა ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან არის შესაძლებელი, ასევე  დადიანის 34 ნომერში გვაქვს მაღაზია-სახელოსნო. მომხმარებლები ნამდვილად კმაყოფილი გვყავს და ეს ძალიან გვახარებს. მათი კმაყოფილი და ბედნიერი სახე მეც მაბედნიერებს და მეტს სტიმულს მაძლევს.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- საზღვარგარეთ თუ გაყიდულა თქვენი ნამუშევრები?

- ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან გვინდა საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსდეს ჩვენი პროდუქცია. იმედია მალე ასეც იქნება.

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- უკულელეზე დაკვრასაც ასწავლით?

- დიახ, თანაც ჩვენს მომხმარებლებს სრულიად უფასოდ!

ხელოვნებაში გაცვლილი იურისტობა და უკულელეს ქართველი ოსტატი

- ასაკი შეზღუდულია? მაგალითად ბევრ ზრდასრულ ადამიანს უჩნდება სურვილი ისწავლოს  დაკვრა, მაგრამ ჰგონია, რომ გვიანია და ამას ვეღარ შეძლებს... სწორია ეს მოსაზრება?

- უკულელეზე დაკვრა ძალიან მარტივია და ასაკობრივი ლიმიტები არ არსებობს. როგორც ყველა საქმეში, აქაც მონდომებაა მნიშვნელოვანი, ასაკი ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობს ამ დროს.