ფასანაურთან ტრაილერი მდინარე არაგვში გადავარდა

მძღოლი უმნიშვნელოდ დაზიანდა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დაბა ფასანაურთან ტრაილერი გზიდან გადავარდა და მდინარე არაგვის ხეობაში გადაიჩეხა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ტრაილერში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მან ზედაპირული და უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. მაშველები მას გადავარდნილი ტრაილერიდან ამოსვლაში დაეხმარნენ.

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გზიდან გადავარდა: მძღოლს ამ დრომდე ვერ პოულობენ>>

ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მაშველები.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს. მძღოლი 150 ლარით დაჯარიმდება.