თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით ბორჯომში დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მსხვერპლს თავს დაესხნენ და თანხა და პირადი ნივთები წაართვეს. გარდა ამისა, მათ დაზარალებულს სამი კვირის განმავლობაში 11 ათასი ლარის მიტანა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და ახლობლების მოკვლით დაემუქრნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ბრალდებული წარსულში არაერთხელ ნასამართლევი არიან,
გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.