Thirty Seconds to Mars-ს ქართველ მაყურებელთან ახლოს ყოფნა სურს

Black See Arena-ს სცენა წინ გამოიწევა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საკულტო ამერიკული როკ-ჯგუფის Thirty Seconds to Mars მუსიკოსებს, საქართველოში გამოსვლისას, მაყურებელთან ახლოს ყოფნა სურს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯარედ ლეტოს ჯგუფის კონცერტზე შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

მუსიკოსებმა ორგანიზატორებს სცენის გაფართოება სთხოვეს. კონცერტის დროს სცენა უჩვეულოდ წინ გამოიწევა, რაც მსმენელს ნომრების მონაწილეობის, საყვარელ მუსიკოსებთან ერთად სიმღერისა და ცეკვის საშუალებას მისცემს.

როკ-ჯგუფი შეკვეთილში 13 აგვისტოს გამოვა. ამ დღეს თბილისი-ბათუმი-თბილისის დამატებითი მატარებელია დანიშნული, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

Thirty Seconds to Mars („ოცდაათი წამი მარსამდე") ძმებმა, ჯარედ და შენონ ლეტომ ლოს-ანჯელესში 1998 წელს დააარსეს. ისინი ალტერნატიულ როკს ასრულებენ.