ალაზნის სარწყავ არხში თერთმეტი წლის ბავშვი დაიხრჩო

მოზარდი სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იმყოფებოდა და ბანაობისას ის დინებამ წაიღო.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, ალაზნის სარწყავ არხში თერთმეტი წლის მოზარდი დაიხრჩო, იუწყება პირველი არხი.

ჭიათურაში 14 წლის ბიჭს აბაზანაში დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ, სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ბანაობისას ის დინებამ წაიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.