ნიაზ დიასამიძე ბათუმის კორტებზე კონცერტს გამართავს

ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს ბათუმში კონცერტის ორგანიზატორია  „ქართული ღვინის ფონდი“
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო- Sputnik. ბათუმის კორტებზე 17 აგვისტოს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტი გაიმართება, ნათქვამია ორგანოზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯარედ ლეტოს ჯგუფის კონცერტზე შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

ბათუმში ჯგუფი ძირითადად ძველ სიმღერებს შეასრულებს, თუმცა სიმღერების ნაწილი ინტერპრეტირებული იქნება და ნიაზ დიასამიძე რამდენი ახალ სიმღერასაც შესთავაზებს მსმენელს.

17 აგვისტოს მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ჯგუფები „ფრანი“ და REGGAEON-ი.

ონლაინშეძენის შემთხვევაში კონცერტის ბილეთი 20 ლარი, ადგილზე ყიდვისას კი 30 ლარი ღირს.

ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს ბათუმში კონცერტის ორგანიზატორია „ქართული ღვინის ფონდი“.