ყვითელი ამბები

„100 წელი არ მოგშლოდეთ ერთმანეთის თავი“- მაია ასათიანი დედასთან ერთად ისვენებს

მაია ასათიანის დედა საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ გაიცნო
Sputnik

ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი დედასთან ერთად მალტაში ისვენებს. დედასთამ ერთად გადაღებულ ფოტოებს ტელეწამყვანი Instagram-ზე აქვეყნებს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მოხიბლულები არიან ამ ქალის პიროვნებით და მათ ბედნიერებას უსურვებენ.

ნინო კალანდარიშვილი საზოგადოებას მაია ასათიანმა საკუთრი გადაცემიდან „პროფილი“ რამდენიმე თვის წინ გააცნო, სადაც ქალმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას გრძნობს და განიცდის, როცა შვილზე ამბობენ ცუდს. ნინო კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ძნელია იმასთან შეგუება, როცა შვილზე ცუდს ამბობენ.

„ნუცას ამბავი იმდენად დიდი ტკივილია, რომ ეს ყველაფერი ხურდასავით არის. არ ესმით ადამიანებს, რომ შენთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანს ტკენენ“, - ამბობდა გადაცემაში ნინო კალანდარიშვილი.

მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან მაია ასათიანი საკუთარ გადაცემას თვეების შემდეგ დაუბრუნდა.