მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე საზოგადოებამ წიგნით „საიდუმლო სირობა“ გაიცნო. შემდეგ იყო ბევრი ეთერი, ინტერვიუ და ახლა დეისაძე ყველასთვის საყვარელ მუსიკოსად ასოცირდება.
ცოტა ხანში პირველ ალბომს ამთავრებს და როგორც სოციალური ქსელის ბოლოდროინდელი მისი აქტივობებიდან ჩანს, შეყვარებულია.
დეისაძის რჩეული ცნობილი ქართველი მოდელი თიკა მახარაძეა. თიკა საზოგადოებაში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Vogue-მ, რომელმაც 2017 წელს თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ს აშუქებდა, სტატია მიუძღვნა მას. მაშინ პრესტიჟულმა გამოცემამ გოგონას უჩვეულო გარეგნობის და სტილის აღნიშვნა გადაწყვიტა და წერდა, რომ საქართველოში საუკეთესო მოდელი სამი შვილის დედაა.
მოდელმა ისეთი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც არიან: გოლა დამიანი, ჯანაშია, გიორგი კებურია, თათუნა ნიკოლაიშვილი.
28 წლის მოდელი 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მახარაძეს 8 წლის ალექსანდრა და 5 წლის ტყუპები: სანდრო და ნიკო ჰყავს: „ახალგაზრდა დედა ვარ, ენერგიით სავსე. როცა ალექსანდრა 20 წლის იქნება, მე 40 წლის ვიქნები და ვფიქრობ ვიმეგობრებთ. მინდა მისთვის და უფრო ვიყო, ვიდრე დედა“, -აცხადებს თიკა.