თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს უკიდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.