ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის განცხადებით,  მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს. გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.

 

ავტორი ნიკა ლატარია