ყვითელი ამბები

სულ სხვანაირი დიანა ჯოჯუა - როგორ ცხოვრობს ტელეწამყვანი „კურიერს“ მიღმა

დი­ა­ნა ჯო­ჯუა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა
Sputnik

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დიანა ჯოჯუა მა­ყუ­რე­ბელს ჯერ კი­დევ „პირ­ვე­ლი არ­ხის“ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის გა­მოშ­ვე­ბე­ბი­დან ახ­სოვს, შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში კი ის ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე გახ­და „კუ­რი­ერ­ში“. ზაალი პოლიტიკაში წავიდა, დიანას კი დღემდე მიჰყავს საინფორმაციო გამოშვება.

დიანამ ბოლო დროს იმიჯი შეიცვალა, თმა შეიჭრა და წითლად შეიღება და უფრო ხშირად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს თამამი ფოტოებით.

დი­ა­ნა ჯო­ჯუა ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ნიკა რა­მიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც 2013 წელს „არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ში“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და, სა­დაც მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 224847.00 ლარი იყო.

იქამ­დე კი, სა­ნამ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­დო­და, ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, - ნიკა რა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, იყო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

წყვილს ერთი გოგონა ჰყავს, თუნა რამიშვილი, რომელიც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას მეგობარია.

დიანა და ნანუკა დაქალობენ და ხშირად დადიან ერთად დასასვენებლად ბავშვებთან ერთად.