ჩიტაიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება  ტელეკომპანია Rustavi2.

საბურთალოზე „ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

შემთხვევა ჩიტაიას ქუჩაზე გუშინ  მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში დასაყაჩაღებლად შევიდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ბანკში თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. შეიარაღებული მამაკაცი სწორედ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაინახა და განგაში ატეხა.

ახლოს მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თქმით, ადგილზე ორი გასროლის ხმაც გაიგეს. სავარაუდოდ, პოლიციელებმა დევნის ოპერაციისას გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.