თბილისი, 9 აგვისტო − Sputnik. რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ პოტანინის ყოფილმა მეუღლემ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისგან 5,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, იუწყება გამოცემა The Telegraph−ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ნატალია პოტანინამ აღნიშნული სარჩელი ქონების გაყოფის თაობაზე მიმდინარე პროცესის ფარგლებში შეიტანა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენისა და მისი მეუღლის საქმე შესაძლოა ყველაზე მსხვილ საქმედ იქცეს განქორწინების კუთხით ლონდონის სასამართლოს ისტორიაში.
როგორც ცნობილია, პოტანინები ოფიციალურად 2014 წლის ტებერვალში განქორწინდნენ ერთად გატარებული 30 წლის შემდეგ. ნატალია პოტანინამ 2017 წელს მოსკოვის სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. ერთი სარჩელით ის 217 მლრდ რუბლს, მეორეთი კი 849 მლრდ რუბლს მოითხოვდა. მაგრამ არც პირველის ინსტანციის სასამართლომ და არც საკასაციომ მაშინ ნატალია პოტანინას სარჩელები არ დააკმაყოფილეს.
The Telegraph−ის ინფორმაციით, 58 წლის ნატალია პოტანინას ინტერესებს ლონდონის სასამართლოში ადვოკატი ჩარლზ ჰოვარდი დაიცავს, ხოლო მისი ყოფილი მეუღლისას — განქორწინების საქმეებში გამოცდილი და ცნობილი ადვოკატი ფიონა შეკლტონი, რომელსაც პროფესიულ წრეებში „ფოლადის მაგნოლიას“ უწოდებენ.
ეს უკანასკნელი სასამართლოებში სამეფო ოჯახებისა და სხვა ცნობილი ადამიანების, მაგალიტად, პრინც ჩარლზისა და პოლ მაკარტნის ინეტერსებს იცავდა.