თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოთხი დღით აეკრძალა, ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით, გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი 4 დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები“, -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დღეს, გვიან ღამით, წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება.