„ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით დავდივარ...“ - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ მეგობრების ხარჯზე მოუწევს ცხოვრება, სანამ ახალ ტელევიზიას გააკეთებს
Sputnik

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეკონომისტ ირაკლი ლატარიას სტატუსს ეხმაურება, რომელიც წერს, რომ გვარამიამ მაღალი ხელფასი არ იკმარა და „ატკატებზე” მუშაობდა.

„გამოდით და ბოდიში მოიხადეთ...“ – ნინი ქარსელაძე Rustavi 2-ის თანამშრომლებს მიმართავს

ლატარიას ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ არც ერთი შემთხვევა, მის მიერ რეკლამის გაყიდვის, ან რაიმეს ატკატით ყიდვის, ბუნებაში არ არსებობს. 

„რაც შეეხება ხელფასს. ბოდიში, მაგრამ ასეთ კრიზისში მყოფ და უმძიმესი სპეციფიკის კომპანიის კომიდან გამოყვანაში და 7 წელი ქვეყნის მთავარ ბრენდად ქცევაში, რაც მარტო დირექტორობას კი არა, ბრძოლის ხაზზე დგომას ითხოვს, 20 ათას დოლარად კი არა, 50-ად არ დავთანხმდები ნებისმიერ სხვა ვითარებაში“, - ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ მისი საკუთრება არ არის და სხვისი ბიზნესი აცოცხლა 7 წელი, რისთვისაც მადლობას უხდის ძმებ ყარამანიშვილებს და ნიკა ნაყოფიას, თუმცა ნიკა გვარამიას თქმით, კომპანიის 9%-ის მფლობელს, კომპანიის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია - შენობის აშენებაშიც ფული აკეთა და დანჯღრეული ოფისი დატოვა.

Rustavi 2: გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო იმსჯელებს

„ტექნიკაზე აღარ ვლაპარაკობ – ბოსელი დამხვდა ტელევიზიის ნაცვლად. მთავარი – დაუცველი და დაბულინგებული ზეპროფესიონალი ჟურნალისტები. ნელნელა რაღაც ტექნიკა ვიყიდეთ, ჟურნალისტებს ზურგი გაუჩნდათ, სარედაქციო პოლიტიკა მკაფიო გახდა და 1 წლის თავზე უკვე ბოინგივით დაფრინავდა „რუსთავი 2”, – წერს გვარამია.

ის ამბობს, რომ თუ ვინმეს მისი მაღალი ხელფასი უკვირს, ორჯერ მეტიდან წამოვიდა და ნებისმიერ დროს სამჯერ მეტსაც მიიღებს. ამჟამად კი არც სახლი აქვს, რაც აქვს ის ბანკშია ჩადებული, ნაქირავებში ცხოვრობს და მეგობრის ნათხოვარი მანქანით მოძრაობს. ანგარიშზე კი რა თანხაც ჰქონდა, ისიც მალე დაეხარჯება და მეგობრების ხარჯზე მოუწევს ყოფნა, ვიდრე ახალ ტელევიზიას გააკეთებს.