ყვითელი ამბები

დაფარული გაცხადდა: სობჩაკის ყოფილი ქმარი და ნინო ნინიძე ერთად ისვენებენ

მსახიობები ტკბებიან დასვენებით ეგეოსის ზღვაზე და ფოტოებს აქვეყნებენ
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი და ქართველი მსახიობი ნინო ნინიძე რომანტიული ურთიერთობების შესახებ ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ Instagram-ში ატვირთული ფოტოების მიხედვით, შეყვარებულები საბერძნეთში ერთად ისვენებენ.

ახლახან ვიტორგანმა გამოუცხადა თავის Instagram-გამომწერებს, რომ შვებულებაში მიდის, მაგრამ ვისთან ერთად, არ დაუკონკრეტებია.

ახლა 46 წლის მსახიობი ეგეოსის ზღვაზე დასვენებით ტკბება. გამომწერები მიხვდნენ, რომ ნინიძე და ვიტორგანი ერთად ისვენებენ, რადგან „სელფებს“ ერთ და იგივე ადგილებში აკეთებენ. ერთ-ერთ „სთორიზში“ მსახიობმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო იახტიდან, მოგვიანებით იმავე რაკურსიდან გადაღებული რგოლი ნინიძემაც ატვირთა.

დაფარული გაცხადდა: სობჩაკის ყოფილი ქმარი და ნინო ნინიძე ერთად ისვენებენ

აღსანიშნავია ის, რომ წელს ორივე მსახიობი თავის მეუღლეებს დაშორდა. მაქსიმ ვიტორგანი განქორწინდა ტელეწამყვან ქსენია სობჩაკთან, ხოლო ნინო ნინიძე - მსახიობ კირილ პლეტნიოვთან.

ვინ არის ია ნინიძის ქალიშვილის ახალი შეყვარებული

ნინიძისა და პლეტნიოვის ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი ალექსანდრე ეყოლათ. 2018 წელს მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ვიტორგანი და ნინიძე საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ პრემიერაზე ფილმისა „გივ მი ლიბერთი“ (Give Me Liberty). ფოტოები არ გადაუღიათ, მაგრამ დარბაზში ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ.

2012 წელს ნინო ნინიძემ „ვგიკის“ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, კინოში კი მისი დებიუტი შედგა 2010 წელს ფილმში „ერთხელ ყირგიზეთში“. მისთვის მნიშვნელოვანი იყო 2011 წელი, როდესაც მან ერთბაშად ორ ფილმში მთავარი როლები მიიღო (И не было лучше брата და Дуэль).

ნინო ნინიძე ია ნინიძის ქალიშვილია - ცნობილი ქართველი მსახიობის, რომელიც საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტია და საქართველოს სახალხო არტისტია (1995).