თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთი - დაკავებულია 7 პირი

უკანონოდ მითვისებული ტერიტორიის საბაზრო ღირებულება 164 ათას ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს ყალბი ხელშეკრულებით მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 ათასი კვადრატული მეტირ მიწის ფართობი, რომლის საბაზრო ღირებულება 164 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.