ნინოწმინდაში ავტოავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik.  ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია. 

ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

გავრცელებული ინფორმაციით,  ერთმანეთს „ფოლკსვაგენისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილები შეეჯახნენ.

ახალგაზრდები შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.