ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სახალისო სათაურს ურთავს. „ეს მუტრუკი ერთ დროს ჩემს მუცელში იჯდა“ წერს ტელეწამყვანი.
ივა კუზანოვს, რომელიც ცნობილი ბაბუის სეხნიაა ცოტა ხნის წინ 16 წელი შეუსრულდა. დედა კომენტარებში წერს, რომ ბიჭი უკვე 193 სანტიმეტრია.
„ყველა ქართულ ოჯახს ვუსურვებ ასეთ „მუტრუკს“, - უწერენ ნადირაძეს კომენტარებში. ცნობილი ექიმების წყვილს ორი შვილი ჰყავთ. მეორე - ბაია კუზანოვი ცოტა ხნის წინ გაათხოვეს და ოჯახური ქორწილიც გადაუხადეს საკუთარი სახლის ეზოში.
დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.
ნინო კუზანოვამ კი შვილის რამდენიმეწლიანი სიყვარული ფართო საზოგადოებას ვიდეომიმართვით გააცნო და ამის შემდეგ მათ გარშემო ყურადღება არ წყდება.