მსოფლიო დღეს

თურქეთში საქართველოს 49 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, მამაკაცს, რომელიც თხილს კრეფდა, ხე დაეცა.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა და მას ხე დაეცა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.