ტრადიციული გარბენი: თბილისის მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო

მარათონი საქველმოქმედო ხასიათისაა, შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისის რიგით მერვე ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი 29 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობის მსურველებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

მარათონი, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება, მორბენლები სტარტს რუსთაველის გამზირზე პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებენ, წრეს გააკეთებენ და იმავე ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

ტრადიციული გარბენი: თბილისის მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო

რაც შეეხება რეგისტრაციას, მარათონში მონაწილეობა ყოველთვის ფასიანია: 10 კილომეტრის დისტანციაზე გარბენის ღირებულება 15 ლარია, 21,1 კილომეტრ დისტანციაზე - 20 ლარი. 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების რეგისტრაცია 1 კმ-იან და 500-მეტრიან დისტანციაზე უფასოა.

მარათონი საქველმოქმედოა, ამიტომ შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა. კომპანია Heidelbergcemen-ი, რომელიც ხუთი წელია ღონისძიების მთავარი სპონსორია, გააორმაგებს მარათონზე შემოსულ თანხას.

გასულ წელს მარათონში 50 ქვეყნიდან დაახლოებით 2,8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 500 ბავშვი იყო.