თოჯინების თეატრის მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაგედია ქობულეთის გზაზე: დაშავებული ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა

გარდაცვლილი ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სადარბაზოში დღეს, დილით,  მეზობელმა იპოვა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

გარდაცვლილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.