მაშველებმა დრონის დახმარებით აჭარაში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს

მამაკაცი ზღვაში, 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა მახინჯაურში 29 წლის მამაკაცი დრონის დახმარებით გადაარჩინეს, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამაკაცი ზღვაში, 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.

„გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს" - ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

დრონი სიზუსტით განსაზღვრავს ადამიანის ადგილმდებარეობას, რომელსაც სჭირდება დახმარება და სამაშველო რგოლს უგდებს მას.

ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

გონიოში მამაკაცი დაიხრჩო

აჭარაში წლევანდელ სეზონზე 250 მაშველი მუშაობს, მათ შორის 20 გოგონაა.

დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა  შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა და დამსვენებლებს  მაშველების მითითებების გათვალისწინებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

მიუხედავად გაფრთხილებისა, ადამიანები მაინც შედიან წყალში. უბედური შემთხვევა მოხდა გონიაშო, სადაც  რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს