კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ - ბათუმი BIAFF-ს მასპინძლობს

ზაფხულის კინოთეატრი დამსვენებლებს აგვისტოს ბოლომდე გაახარებს
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ უფასო კინოჩვენებებზე იწვევენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფოლკლორული კონცერტები ღია ცის ქვეშ - დასწრება თავისუფალია

2 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, დღეში ორჯერ უჩვენებენ ქართველი კინემატოგრაფისტების კლასიკურ და თანამედროვე ნამუშევრებს. კინოჩვენებები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ის ფარგლებში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საზაფხულო კინოთეატრი 25 აგვისტოს ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინებით" დასრულდება.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 20016 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF-ი ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას - საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. საკონკურსო პროგრამასთან ერთად, ფესტივალი სხვადასხვა მასტერ-კლასებსა და სემინარებს ითვალისწინებს.