ყვითელი ამბები

ცნობილია, რომელ არხზე გავა „ჩემი ცოლის დაქალები“

პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ შემოდგომიდან ეთერში ახალ არხზე გავა, რომელიც ჯერ არ შექმნილა, წერს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე სოციალურ ქსელში.

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ქუჩაში სცემეს

ირაკლი საღინაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მადლობას უხდის, სადაც 8 წლის განმავლობაში სერიალი გადიოდა და მისი აზრით, ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობა შედგა.

„არხი ჯერ არ არსებობს და არც სახელი აქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება ძალიან მალე. „ჩცდ”-ც ახალი იდეებით და ენერგიით დაგიბრუნდებით. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ქმნის ამ სერიალს და თუნდაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი მის არსებობაში. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, მივმართავ ჩვენს მაყურებელს, გვიყვარხართ“, - წერს საღინაძე.

„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც „რუსთავი 2“-ზე 2011 წლიდან გადის. „ფორმულა კრეატივმა“ ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათი წარმოებული ყველა პროექტი გავა.