მსოფლიო დღეს

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი

მასობრივი მკვლელობა ტეხასში განიხილება როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ოცი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში, სავაჭრო ცენტრ Walmart-ში სროლის შედეგად, მამაკაცი, რომელმაც შაბათს ცეცხლი გახსნა, დაკავებულია, იუწყება РИА Новости.

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი

შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, სროლის შესახებ ინფორმაცია შევიდა ადგილობრივი დროით 10:39 საათზე, პოლიცია ადგილზე ექვს წუთში მივიდა. 11:06 საათზე ეჭვმიტანილი დააკავეს, აცხადებს გუბერნატორი. ამასთან, პოლიციის განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

დაკავებული 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსია. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“.

მასობრივი მკვლელობა ტეხასში განიხილება როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.

სავაჭრო ცენტრი, რომელშიც სროლა მოხდა, მექსიკურ საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი მომხმარებლების ძირითად ნაწილს შეადგენენ მექსიკელები, რომლებიც ელ-პასოში პროდუქტების შესაძენად ჩადიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ სროლას  „სიმხდალის აქტი“ უწოდა. „არ არსებობს არანაირი მიზეზი ან გამართლება, რომელიც როდესმე გაამართლებდა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი