კიევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია არ მოხდება

კიევში დაკავებული არალეგალი საქართველოს მოქალაქეები  ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის საქართველოს ხუთი  მოქალაქე  იყო,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთივე მოქალაქე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ.

მედია: კიევში ქართველი არალეგალი მიგრანტები დააკავეს

ყველა მათგანს განესაზღვრა ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

უკრაინაში 119 არალეგალის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.