ბინის ქურდობის მცდელობისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ბინაში გასაქურდად შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორცილეს
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ბინის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ორი ადამიანი თბილისში  ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 1 აგვისტოს, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები - ე.წ. ატმიჩკები.

1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ისანში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები.

მუსიკის ფესტივალზე ტელეფონების ქურდობისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავეს >>

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.