მძვინვარე ხანძრები მთელი მსოფლიოს ტყეებში - ფოტო

Sputnik

ამ ზაფხულს მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ტყეები იწვის არქტიკაში, გერმანიაში, კანადაში, ინდოეთსა და რუსეთში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ცეცხლოვანი სტიქიის სურათები

სინოპტიკოსების მონაცემებით, ხანძრები დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპასა და აშშ-ში იტორიაში ყველაზე ცხელი, ანომალიური ტემპერატურა დაფიქსიდა მაისში, ივნისსა და ივლისში.

ივნისის დასაწყისიდან ასზე მეტი ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა არქტიკაში. მოულოდნელმა და დაუნდობელმა ხანძარმა მოიცვა ალიასკა და ციმბირი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ციმბირი და რუსეთის სხვა რეგიონები ნამწვავის სუნმა და ბოლმა მოიცვა. აღმოსავლეთის ქარმა ხანძარს ჰაკასიის, ალტაის, კემეროვოს, ნოვოსიბირსკის, ომსკისა და სხვა რეგიონებში გავრცელებას შეუწყო ხელი.

ევროპსა, ამერიკასა და აზიას ტყის ხანძრების გამო დიდი ზარალი მიადგა.

1 / 11
მეხანძრე ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობს ცილტენდორფში, ჩრდილო-აღმოსავლეთი გერმანია, პოლონეთის საზღვართან ახლოს
2 / 11
მამაკაცი ცდილობს ტყეში ხანძრის ჩაქრობას ჰიმალაის მახლობლად, ინდოეთი
3 / 11
ალმოდებული ველი აიდაჰოში, აშშ
4 / 11
ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი ხანძრის წინააღმდეგ იბრძვის სოფელ კოლოსში, პორტუგალია
5 / 11
ზემოდან დანახული ტყის ხანძარი ინდონეზიაში
6 / 11
მეხანძრე დამწვარ ნავთან, მექსიკა
7 / 11
სახანძრო თვითმფრინავი Canadair წყალს ასხამს ხანძარზე, საფრანგეთი
8 / 11
იაკუტიის გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობის დროს
9 / 11
ტყის ხანძარი ტარაგონის აღმოსავლეთით, ესპანეთი
10 / 11
ხანძრის ჩაქრობა ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ესპანეთში
11 / 11
ბოლი დამწვარი ტყის თავზე ისრაელში