თბილისის „დინამოს“ გამარჯვება: როგორ დამარცხდა აზერბაიჯანული „გაბალა“ – ფოტო

Sputnik

თბილისის „დინამომ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე შესარჩევი რაუნდის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანული კლუბი „გაბალა“ დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 3:0. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მატჩის საუკეთესო სურათები.

შეხვედრაში ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა, თუმცა „დინამოელები“ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მთელი თამაშის მანძილზე ფლობდნენ. ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა 68-ე და 88-ე წუთებზე. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბოლო ბურთი „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა კვამე კარიკარიმ გაიტანა.

ამ გამარჯვების შედეგად „დინამო“ ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებს. „გაბალასთან“ გამართული ორი მატჩის ჯამში ანგარიშმა 5:0 შეადგინა თბილისური კლუბის სასარგებლოდ. ამგვარად, „დინამომ“ პასუხი გასცა მეტოქეს ოთხი წლის წინანდელი შეხვედრისთვის, სადაც თბილისელი ფეხბურთელები ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანელებთან 3:2 დამარცხდნენ.

მესამე შესარჩევ რაუნდში „დინამო“ ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება როტერდამში, საპასუხო მატჩი კი – ერთი კვირის შემდეგ თბილისში ჩატარდება.

1 / 12
საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ გაბალა 3:0 ანგარიშით დაამარცხა
2 / 12
ორი მატჩის ჯამური ანგარიში - 5:0
3 / 12
ამგვარად, თბილისის კლუბმა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაინაღდა
4 / 12
შეხვედრაში ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა
5 / 12
თუმცა „დინამოელები“ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ
6 / 12
ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა, 68-ე და 88-ე წუთებზე
7 / 12
არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბოლო ბურთი „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა კვამე კარიკარიმ გაიტანა
8 / 12
„დინამოელები“ მესამე გატანილ გოლს აღნიშნავენ
9 / 12
ამგვარად, „დინამომ“ პასუხი გასცა მეტოქეს ოთხი წლის წინანდელი მატჩისათვის
10 / 12
2015 წელს თბილისელი ფეხბურთელები ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანელებთან 3:2 ანგარიშით დამარცხდნენ
11 / 12
მესამე შესარჩევ რაუნდში „დინამო“ ჰოლანდიის „ფეინოორდს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება როტერდამში, საპასუხო მატჩი კი - ერთი კვირის შემდემ თბილისში ჩატარდება
12 / 12
„დინამოს“ გარდა, უეფის ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში ითამაშებს კიდევ ერთი ქართული კლუბი „საბურთალო“. თბილისის გუნდს მეტოქეობას სომხეთის „არარატი“ გაუწევს