თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალმა მოიყოლა, იუწყება პირველი არხი.
ორივე დაშავებული მაშველებმა დროულად ამოიყვანეს და ამჟამად ისინი ზუგდიდის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ და ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.
ამასთან სამუშაოების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ლაშა ლატარიამ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა იყო დაცული, მაგრამ ფაქტის დეტალური შესწავლა მაინც მოხდება.