ყვითელი ამბები

ხატია წერეთელს ბზიკმა უკბინა – საშიში კრაზანები თბილისშიც გამოჩნდა?

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა.
Sputnik

მომღერალ ხატია წერეთელს კრაზანამ უკბინა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მომღერალმა გაავრცელა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. ხატიას მეგობრები ამ ფაქტმა მხიარულ განწყობაზე დააყენა და ზოგიერთს ანეკდოტიც კი გაახსენდა. როგორც ჩანს, მომღერლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„კრაზანამ იმერეთში ორი ადამიანი იმსხვერლა, ბავშვებს სათამაშოდ გარეთ ვერ უშვებენ...“

მომღერალს ურჩევენ, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა. შემთხვევა სოფელ ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რაიონში წელს კრაზანების რაოდენობამ განსაკუთრებულად მოიმატა.