ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„მფატრავი პენსიონერი“: 80 წლის ქალს სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

ქალმა მეზობლის 8 წლის გოგონა, რომელმაც უმნიშვნელოდ გააბრაზა, ბინაში შეათრია და ცულით მოკლა, შემდეგ კი ცხედარი დაანაწევრა და გადაყარა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ხაბაროვსკელმა გამომძიებლებმა მდგმურის მკვლელობაში ბრალდებული 80 წლის ქალის მიერ ჩადენილი კიდევ ორი მკვლელობა გამოავლინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერმა ასევე მოკლა მეზობლის ბავშვი და ქალი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. 

სააგენტო წერს, რომ იანვრის ბოლოს ხაბაროვსკის დასახლება ბერიოზოვკაში მეეზოვე მამაკაცის დანაწევრებული ნეშტი იპოვეს. ჩადენილში ბრალი იმ ბინის პატრონს წარუდგინეს, რომელსაც გარდაცვლილი ქირაობდა. მაშინ თითქმის ყველა მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ ქალი კანიბალი იყო და დაკავებისას „ხუთი პოლიციელი აქეთ-იქით გაფანტა“. თუმცა საგამოძიებო კომიტეტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

რატომ ხდებიან ადამიანები სასტიკი დამნაშავეები: გენეტიკოსების დასკვნა

როგორც ცნობილი ხდება, სწორედ მეეზოვის საქმეზე მუშაობის პროცესში დადგინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაუხსნელი ორი მკვლელობა ასევე 80 წლის ბრალდებულის მიერ იყო ჩადენილი.

„2005 წლის დეკემბერში ბრალდებულმა მოკლა მეზობლად მცხოვრები 8 წლის გოგონა. მათ შორის კონფლიქტი უმნიშვნელო მიზეზით დაიწყო, რის შემდეგაც პენსიონერმა ბავშვი ბინაში შეათრია და მოკლა. ხოლო 2013 წლის მარტში მან ასევე მოკლა თავისი 77 წლის ნაცნობი ქალი, რომელიც მასთან დროებით ცხოვრობდა. მკვლელობის იარაღად ის ცულს იყენებდა, შემდეგ კი ანაწევრებდა ცხედრებს და ყრიდა“, — განმარტავს გამომძიებელი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბრალდებული პენსიონერი შერაცხადად ცნო.

ბერიოზოვკელი „მფატრავის“ საქმე, რომელსაც სამი პირის მკვლელობა და მათი ცხედრების შეურაცხყოფა ედება ბრალად, პროკურატურაშია გადაგზავნილი საბრალდებო დასკვნის დასადასტურებლად.