კონტრაბანდა საქართველოში: აჭარაში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი (ჯამში 9 020 ღერი) ამოიღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები კი, სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.