ყვითელი ამბები

„ჩემი უიშვიათესი  ბრილიანტები“- ჯანეტ ქერდიყოშვილმა ახალგაზრდა  მშობლების ფოტო გამოაქვეყნა

მშვენიერი ჯანეტის ქორწილის შემდეგ მათი ოჯახის მიმართ ყურადღება მეტად გაიზარდა. ნახეთ, ვის უფრო ჰგავს წარმატებული მოდელი- დედას თუ მამას
Sputnik

„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი, ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით აღაფრთოვანებს საზოგადოებას. ჯანეტ ქერდიყოშვილის ფოტოები, რომლებსაც ის Instagram- ზე მეგობრებს უზიარებს სითბოთი და ნათელი ფერებითაა გაჯერებული. მაგრამ, მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ყოფნისას, მას სულ სხვანაირად უბრწყინავს დიდი ლურჯი თვალები.

ოჯახური იდილიითა და სიყვარულით აღსავსე ფოტოებსა და ვიდეოებზე, ადვილი დასაფიქსირებელია, რომ ოჯახის წევრები უახლოესი მეგობრებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯანეტის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მშობლებისგან შორს ცხოვრობდა- ისინი მოსკოვში, მოდელი კი- მილანში, ერთმანეთის მონახულებას საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ.

უცნობი არაა, რომ „მის სა­ქარ­თვე­ლო 2011“ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მენ ჯე­მალ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. მამა-შვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. მამა ჯა­ნეტს ბავშვობიდან პრინ­ცე­სად ზრდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯა­ნე­ტმა წლე­ბის წინ მი­ლან­ში დი­ზა­ი­ნე­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა და სურდა სა­კუ­თა­რი ბრენ­დის შექ­მნა, მაგ­რამ არ უნდოდა  ­ ფი­ნან­სუ­რად მამის დახმარება.

ჯანეტის მშობლები აფხაზეთში გაიზარდნენ, ხოლო ჯანეტი რუსეთში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში დაიბადა და სკოლის წლების იქ გაატარა. დედას ემმა ხაჟომია ჰქვია. ქალბატონი იმდენად დახვეწილია, რომ არავის უჩნდება კითხვა- თუ ვის გავს თვალისმომჭრელი სილამაზით გამორჩეული ჯანეტი. რომელიც ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი პროიუსერის ნოე სულაბერიძის მესამე რჩეული გახდა.

ჯანეტს ერთი ძმა ჯემალ ქერდიყოშვილი ჰყავს. მოდური ჩაცმულობით და დასთან განსაკუთრებული მეგობრობით გამორჩეული ჯეკო, მრავალი გოგოს სასურველი მამაკაცი. უმცროსი ძმა მომავალი დიპლომატია. და-ძმა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მოსიყვარულე დედმამიშვილების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება, საკმარისია, მათ ერთად თბილის ფოტო გამოაქვეყნონ.

ალბათ, თბილისში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ოჯახის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. მათი ოჯახური ჰარმონია და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უბრალოდ ფოტოდანაც იგრძნობა.