სისხლიანი გარჩევა ბათუმში – სანაპიროზე აზერბაიჯანის მოქალაქეები დაჭრეს

ახალგაზრდებს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე სამი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დაჭრეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

სისხლიანი დაპირისპირება აჭარაში: ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა დაჭრეს

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, ღამით მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ახალგაზრდებს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.