სამების ტაძართან ხანძარი ლოკალიზებულია

ავლაბარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცხრა სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამების ტაძართან ახლოს, კუმისის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამების ტაძართან ახლოს ხანძარია

ცეცხლი კუმისის ქუჩის N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე ჯერ კიდევ მობილიზებულია ცხრა სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.