შავ ზღვაში მოზარდი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

ერთ-ერთი დაღუპული 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ურეკში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო

თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისივე ცნობით, სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა ასევე ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.