ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთში ტყის ხანძრების ფართობმა რამდენიმე მილიონ ჰექტარს გადააჭარბა

ამ დროისათვის ტაიგაში ცეცხლი 3 მლნ ჰექტარს უკიდია, დაფიქსირებულია აალების 500 კერა და მათი რაოდენობა იზრდება.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში ტყის ხანძრების ფართობი ერთი დღე-ღამის განმავლობაში 50 ათას ჰექტარზე მეტით გაიზარდა, იუწყება ქვეყნის ტყის ხანძრების ცენტრი.

ამ დროისათვის რეგიონში 1 042 434 ჰექტარზე აალების 99 კერა ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც სახანძრო დაცვის ქვედანაყოფები და ტექნიკა, ისე აერომობილური დაჯგუფებები. 

ტყის მასშტაბური ხანძრების გამო გუშინ კრასნოიარსკის მხარისა და ირკუტსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე და ასევე ნაწილობრივ ბურიატიაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. მაშველების ინფორმაციით, ალი ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. 

როგორც მანამდე საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ჩუპრიანმა განაცხადა, ამ დროისათვის ტაიგაში ცეცხლი 3 მლნ ჰექტარს უკიდია, დაფიქსირებულია აალების 500 კერა და მათი რაოდენობა იზრდება. 

ჩუპრიანის თქმით, დასახლებულ პუნქტებსა და ეკონომიკურ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ზოგ ქალაქსა და სოფელში კვამლის გამო „ცხოვრების ხარისხი“ გაუარესდა.